Pinex-ის გუნდი ჩინეთის უდიდეს სავაჭრო გამოფენაზე — Canton Fair 2025
საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება — 138-ე Canton Fair — წელსაც იქცა გლობალური ბიზნესისა და ინოვაციების ცენტრად. გამოფენა, რომელიც გაიმართა 15 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე, აერთიანებს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებსა და მყიდველებს 1.55 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე, სამ ფაზად განაწილებული თემატიკით:
- ფაზა 1 (15–19 ოქტომბერი): მოწინავე წარმოება და ინდუსტრიული ტექნოლოგიები
- ფაზა 2 (23–27 ოქტომბერი): ხარისხიანი სახლის პროდუქცია და ყოველდღიური მოხმარების ნივთები
- ფაზა 3 (31 ოქტომბერი – 4 ნოემბერი): ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის
Pinex-ის გუნდი აქტიურად დაესწრო Canton Fair-ს. ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო ჩინეთში არსებული პარტნიორული ქსელის კიდევ უფრო გაფართოება და ახალი შესაძლებლობების მოძიება ქართული ბიზნესებისთვის.
Pinex უკვე მრავალი წელია პირდაპირ თანამშრომლობს ჩინურ ქარხნებთან და ეხმარება ქართულ კომპანიებს სასურველი პროდუქციის მოძიებაში, მწარმოებლების შერჩევასა და ჩამოტანაში, სრული გამჭვირვალობითა და ხარისხის კონტროლით.
ჩვენი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს კომპანიებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ტრანსპორტირება, არამედ მთელი პროცესი — პროდუქტის მოძიებიდან საქართველოში ჩატანამდე.
Pinex-ს გააჩნია ძლიერი და სანდო ქსელი ჩინურ ბაზარზე, რაც თითოეულ ქართულ კომპანიას აძლევს საშუალებას უსაფრთხოდ და ეფექტურად იმუშაოს ჩინეთის მწარმოებლებთან.
ჩვენი მონაწილეობა Canton Fair 2025-ზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველოს ბიზნესებს ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ წარმოებით ბაზარზე — ჩინეთში.
თუ გსურთ თქვენი კომპანიისთვის პროდუქციის მოძიება ან ჩამოტანა ჩინეთიდან დაგვიკავშირდით www.pinex.ge